ბაჩო ოდიშარია: ეს სანქცია არაფერს წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ – ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა, შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს

თავიდან „ფეიკნიუსი“ მეგონა, იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა, დარჩა კომიკურ გარემოში. შეუძლებელია, რომ სხვანაირად შეხედო. მიზეზი არის, რომ „პოსტვ“-ის და „იმედს“ გამოუწვევია უკრაინაში დესტაბილიზაცია და წაურთმევია სუვერენიტეტი და დაუბრალებია კორუფცია, – ამის შესახებ „პოსტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები, რომელიც დაწესდა სასაცილოა, მით უმეტეს იმ მიზეზების გათვალისწინებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან დასახელდა.

„ეს სანქცია გააზრებულია ყველასთვის. სამშობლოს სიყვარულს, დაცვას აქვს იმაზე მაღალი ფასი, ვიდრე ეს იქნება ნებისმიერი სანქცია. შემიძლია ბევრი ადამიანის სახელითაც ვისაუბრო – ჩვენ გააზრებული გვაქვს ფასი და შესაბამისად, ეს სანქცია არაფერს წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ. ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა. შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს. რეალურად ძალიან სასაცილო არის „პოსტვ“-ის და „იმედს“ ედავებოდე რუსეთის დახმარებას უკრაინის ომში და თან ამას აკეთებდე ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. დღეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოუდგინა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს. ვართ კინკლაობის რეჟიმში თითქოს გაწიწმატებული შეყვარებულისგან, რომელიც მივატოვეთ და მას უნდა დაგვიბრუნდეს თავისი წესებით. არ გვინდა ჩვენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნა, ჩვენ გვინდა ორმხრივი და გამართული მეგობრული ურთიერთობა“, – განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები