ნიკოლოზ რაჭველის და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი

 

    ნიკოლოზ რაჭველის და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, მაყურებელთა თხოვნით, 9 და 10 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე დაბრუნდება. პროგრამაში მსოფლიო კინომუსიკის შედევრებია შესული.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კინომუსიკის საღამო იმ კადრებისა და მუსიკის ერთობლიობაა, რომლებიც ერთხელ ნახვისა თუ მოსმენის შემდეგ ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ ტოვებს კვალს.
მსოფლიო კინომუსიკის შედევრების პარალელურად, ეკრანზე მაყურებელი მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს: ჩარლი ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმების გმირებს ნახავს. საღამოს მსვლელობისას კი ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს: ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ერიო მორიკონეს, ჯონ უილიამსის და სხვა დიდი ავტორების შესახებ. მაყურებელთა ყურადღებას აგრეთვე იპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან – ელდარ შენგელაიასა და გია ყანჩელის შემოქმედებითი ტანდემის კომპოზიცია – მუსიკა კინოფილმებიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები“ და “შერეკილები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები