თამთა მეგრელიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია, რათა ჩაახშონ სიმართლე და დაამკვიდრონ პროპაგანდა

“დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედზე“ და „პოსტივიზე“ შეფასებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, დანაშაულია შექმნა გარემო, რათა ჩაახშო მართალი სიტყვა და ამით დაუპირისპირდე მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც, გარე ნაკარნახევი დირექტივებით გაჯერებული ინფორმაციის მიმღებლობა არ აქვს და საკუთარ არჩევანს ტელეკომპანია ,,იმედსა” და ,,პოსტივიზე” აკეთებს.

„ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედზე“ და „პოსტივიზე“ -ზე შეფასებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა.

აღნიშნული ორი არხის მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია, რათა ჩაახშონ სიმართლე და დაამკვიდრონ პროპაგანდა.

უხერხულია თავს ესხმოდე და ასანქცირებდე თავისუფალ მედიას, რომელსაც, მოსახლეობის 40% – იანი ნდობა აქვს და ამას ობიექტური კრიტერიუმებით ვერ ამართლებდე.

დანაშაულია, შექმნა გარემო, რათა ჩაახშო მართალი სიტყვა და ამით დაუპირისპირდე მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც, გარე ნაკარნახევი დირექტივებით გაჯერებული ინფორმაციის მიმღებლობა არ აქვს და საკუთარ არჩევანს ტელეკომპანია ,,იმედსა” და ,,პოსტივიზე” აკეთებს.

დაწესებული სანქციები, არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და ამ თავდასხმის მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ურჩევნია, საკუთარი პრობლემებს გადახედოს და საკუთარი სტატუსი და სიტყვის ფასი უფრო სერიოზულად აღიქვას.

დიდმა ბრიტანეთმა ამ სანქციის ფარგლებში დაკარგა მორალური უფლება, ისაუბროს დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თავისუფლებაზე იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ის აქამდე საუბრობდა.

არავის აქვს უფლება, ქართველი ხალხის ნებასა და ინფორმაციის მიღების თავისუფალ არჩევანზე გავლენა მოახდინოს, დააწესოს გარედან ნაკარნახევი შეზღუდვები ან განსაზღვროს, რომელი მედიაა მისაღები და რომელი არა.“ – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები