ნინო ფოჩხუა – ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ “მეხუთე კოლონა”
“ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ “იმედის” და “პოსტვ-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს,” – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ თავად ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ქართული თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ ჩახშობას არ აპროტესტებენ, არ აპროტესტებენ იმ ტელევიზიების დასანქცირებას, რომელსაც მოსახლეობის 40%-ის ნდობა აქვს.
„ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ “იმედის” და “პოსტვ-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს. ნახეთ რას დაემსგავსნენ, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ თავად ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ქართული თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ ჩახშობას არ აპროტესტებენ, არ აპროტესტებენ იმ ტელევიზიების დასანქცირებას, რომელსაც მოსახლეობის 40%-ის ნდობა აქვს. ისინი გაერთიანებული ძალებით იცავენ საკუთარი დამფინანსებლების ინტერესებს, მერე რა რომ ამ უცხოელ დამფინანსებლებს საკუთარი ინტერესი აქვთ თუნდაც ამ უსამშობლო ადამიანების სამშობლოში. აი ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ “მეხუთე კოლონა.” – წერს ფოჩხუა.