ეკა სეფაშვილი: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატმა აღნიშნულ ნაბიჯს ღიმილისმომგვრელი უწოდა და აღნიშნა, რომ ორ არხს არასდროს არ გაუვრცელებია დეზინფორმაცია უკრაინის შესახებ:

„ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთის ეს სანქციები იმ მიზეზით, თითქოს აღნიშნული ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. პირველი, ესაა დიდი ტყუილი – არც ერთი დეზინფორმაცია არაა ამ არხებზე გასული” – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირების ფონზე, ბრიტანეთი დუმს სხვა არხების დეზინფორმაციულ კამპანიებზე როგორც უკრაინის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.

„დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას. ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთის ეს სანქციები იმ მიზეზით, თითქოს აღნიშნული ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. პირველი, ესაა დიდი ტყუილი – არც ერთი დეზინფორმაცია არაა ამ არხებზე გასული. ხოლო ის მედიები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ არა მარტო უკრაინის, არამედ ნებისმიერი საკითხის შესახებ, საქართველოში ფუნქციონირებას განაგრძობენ. რატომღაც, ბრიტანეთი ამგვარი არხებისთვის ვერ იცლის” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები