გიორგი ვოლსკი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები – ეს უნდა იყოს აღკვეთილი

“იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს უნდა იყოს აღკვეთილი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაზე საუბრისას განაცხადა.

„მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში შეიქმნა და აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არის ისეთი სამუშაო ადგილები, რომლისთვისაც არ მოითხოვება უმაღლესი განათლება, თუმცა შემოსავალი არის საკმაოდ ყუათიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედაც იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს უნდა იყოს აღკვეთილი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები