„სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების“ მონოლოგები ჩიჩუამ, წულუკიანმა და კობახიძემ წაიკითხეს

შავი ტანსაცმელი, წითელი ფეხსაცმელი და 16 ქალი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. მათ მაყურებელს იმ ქალების ისტორიები უამბეს, რომლებიც საკუთარმა პარტნიორებმა დახოცეს. სპექტაკლი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა. მონოლოგების მთხრობელნი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, სხვადასხვა ეროვნების მქონე ქალები იყვნენ. იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ სპექტაკლის დაწყების წინ აუდიტორიას უთხრა, რომ ოჯახში ძალადობა ნებისმიერი ასაკის, განათლების, კულტურისა თუ ეროვნული მიკუთვნებულობის მქონე ქალს ეხება. ამიტომ იგი საერთაშორისო პრობლემაა. ღონისძიებას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ. საქართველოში იტალიის ელჩის თქმით, სპექტაკლის მიზანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საზოგადოება უფრო სენსიტიური გახდეს. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანა არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, მაკა ჩიჩუა, ლანა ღოღობერიძე, მანანა კობახიძე, ეკა მიშველაძე, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თეა წულუკიანი, ფედერიკა ფავი, ტურკ პირიო, ერიკა კრაპილოვა. „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერსის ანთოლოგიის“ მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია. ტექსტები იტალიელმა მწერალმა სერენა დანდინმა მაურა მაზიტისთან ერთად დაწერა. ისტორიები აგებულია მედიის მიერ გაშუქებული ამბების საფუძელზე, თუმცა მხატვრული ტექსტი მწერლის ინტერპრეტაციით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები