იაპონური ანიმეს ფესტივალი

იაპონიის საელჩო, იაპონიის ფონდის მხარდაჭერით ატარებს იაპონური ანიმეს ფესტივალს.
ფესტივალი 31 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება და წარმოდგენილი იქნება იაპონური ანიმე „სიტყვების ბაღი“. 1 და 2 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ წარმოდგენილი იქნება ორი ანიმე – „ფერადი“ და „ჭკვიანური თამაში“.
ანიმეს ფესტივალი 7 და 8 ნოემბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება და ნაჩვენები იქნება სამი ანიმე – „ივის დრო“, „ღრუბლებს მიღმა“ და განმეორებით „სიტყვების ბაღი“.
ანიმეს ფესტივალის გახსნის ცერემონიას და ფილმის ჩვენებას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანი დაესწრება.
ყველა ფილმი წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ქართული სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები