გამოფენა „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები“

7 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ცნობილი თურქი მხატვრის დევრი მერბილის გამოფენა, პირობითი სახელწოდებით „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები“ გაიხსნება.
დევრი მერბილი თურქეთის ქალაქ უშაკში დაიბადა. დაამთავრა სტამბოლის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოგვიანებით ხელმძღვანლობდა სამხატვრო სწავლებასა და კვლევებს ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. 2005 წელს დააფუძნა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დოღუშის უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო გამოფენასა და პროექტში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული, უძველესი ქალაქის – სტამბოლის ხედებით ინსპირირებული 26 ნამუშევარი.
გამოფენა იმართება საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს
ეროვნული მუზეუმი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტრო.
გამოფენა 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები