მთარგმნელთა კლუბის პრეზენტაცია

5 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მთარგმნელთა კლუბის „ალექსია“ პრეზენტაცია გაიმართება. მთარგმნელთა კლუბი „ალექსია“ვირტუალურ სამყაროში გასული წლის ზაფხულში შეიქმნა. წელს რეალურ სამყაროში შეხვედრა პირველად შედგება და მთარგმნელებს: ჯემალ აჯიაშვილს და თამაზ ბაძაღუას გაიხსენებენ, რომელთა თარგმანები მთარგმნელის კლუბის მომზადებულ ახალ გამოცემაში შევიდა. შეხვედრაზე აგრეთვე, მოხდება ორი ახალი წიგნის – ჯალალ ედ-დინ რუმის „რჩეული ლირიკის“ და ფრანჩესკო პეტრარკას სონეტების წარდგინებაც. მთარგმნელთა კლუბში გაწევრიანებულნი არიან მთარგმნელები და თარგმანის მოყვარულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან. 5 ნოემბერს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები