რუსთაველის თეატრში ბალეტ „გურჯი-ხათუნის“ პრემიერა გაიმართება

ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებს ახალი ბალეტი „გურჯი-ხათუნი“ შეემატება, რომლის პრემიერა 14 და 15 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის სახელით თანამედროვე საბალეტო წარმოდგენები 2011 წლიდან ხორციელდება. მარიამ ალექსიძის ახალი საბალეტო დადგმის იდეა დათო ტურაშვილის ისტორიულ რომანთან არის დაკავშირებული, რომელიც თამარ მეფის შვილიშვილს, გურჯი-ხათუნს ეძღვნება. დათო ტურაშვილის მიერ ბალეტისათვის დაწერილი ლიბრეტოს მიხედვით ისრაელში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა ორიგინალური მუსიკალური ვერსია შექმნა, მხატვრობა კი ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ბალეტის მსახიობები. სპექტაკლის განხორციელებას ხელს უწყობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები