თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი

„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ წელს უკვე მეექვსედ გაიმართება. 2-დან 8 ნოემბრამდე თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები ესტუმრებიან. თბილისის სხვადასხვა დარბაზში ექვსი კონცერტი გაიმართება და, გარდა უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისა, ქართული ორკესტრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის“ მიზანი არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის უცნობი ნაწარმოებების გაცნობაა, არამედ საგანმანათლებლო მისიაც აკისრია. ჩამოსული სტუმრები ყოველდღიურად ატარებენ გაკვეთილებს კონსერვატორიისა და სამუსიკოს სკოლების მოსწავლეებისთვის. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ის ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის“ მხარდამჭერია თბილისის კულუტურული ღონისძიებების ცენტრი და მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები