ლევან მახაშვილი: ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ

“ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ის გზავნილები, რაც გამოკვეთა აღნიშნული კომუნიკაციის დროს ამერიკელების მხრიდან, იმის ოპტიმიზმს და იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში, გასული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრები გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციამ და ახალი ადმინისტრაცია მზად არის, რომ მაქსიმალურად დროულად ეს წარსულს ჩავაბაროთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები