ნინო წილოსანი – ეპშტეინის სკანდალზე: დასავლური ელიტა, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც არაერთი სკანდალის მონაწილეები არიან, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ქვეყნის სასარგებლო კანონებს იღებს და არ უერთდება მათ არასწორ იდეოლოგიას
“დასავლური ელიტა, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც არაერთი სკანდალის მონაწილეები არიან, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ქვეყნის სასარგებლო კანონებს იღებს და არ უერთდება მათ არასწორ იდეოლოგიას,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ეპშტეინის სკანდალზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ [პიტერ] მანდელსონი, რომელიც ახლა უკვე დადასტურებულად მონაწილეობდა ეპშტეინის პროცესებში, ადრეც იყო სკანდალში გახვეული, კირ სტარმერმა ეს ინფორმაცია არაფრად ჩათვალა და მაინც დანიშნა ელჩად. შესაბამისად, მისი გუნდის წევრებიდანაც არის მოთხოვნა, რომ თავად კირ სტარმერმაც აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვხედავთ, რომ სრულებით გაუფასურებულია დასავლური ელიტა და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც არაერთ სკანდალში არიან მონაწილეები, საქართველოს აკრიტიკებენ. რისთვის გვაკრიტიკებენ – იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სასარგებლო კანონებს ვიღებთ და არ ვუერთდებით იმ აღვირახსნილობაში და იმ არასწორ იდეოლოგიურ მიმდინარეობაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ეპშტეინის სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა – მან ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მენდელსონის აშშ-ის ელჩად დანიშვნის გამო, პასუხისმგებლობა აიღო.