“მივესალმებით, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოს თაობაზე მსჯელობს” – არჩილ გორდულაძე
“ამერიკის ყოფილი ელჩები ბაიდენის ადმინისტრაციის მითითებით და დავალებით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ
საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაძაბულიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის მიერ.
„მათ თქვეს, რომ საქართველოსთან მიმართებით უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდათ. ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თვისობრივად შეიცვალოს. მივესალმებით, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოს თაობაზე მსჯელობს. რაც უფრო მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მით უკეთესი იქნება ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გორდულაძემ.