“გარე ძალების მიერ დაფინანსებულ შიდა აგენტურას ნებისმიერ დროს შეეძლო, ქვეყნისთვის პოლიტიკური საბოტაჟი მოეწყო და სიტუაცია აერია, ჩვენი ქვეყნისთვის ყელში ჰქონდათ ხელი წაბჯენილი” – გაბუნია
“გარე ძალების მიერ დაფინანსებულ შიდა აგენტურას ნებისმიერ დროს შეეძლო, ქვეყნისთვის პოლიტიკური საბოტაჟი მოეწყო და სიტუაცია აერია, ჩვენი ქვეყნისთვის ყელში ჰქონდათ ხელი წაბჯენილი”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, სწორედ ამიტომ მიიღო მმართველმა პარტიამ „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი.
“როგორც კი საქართველოს წინაშე რისკები გაიზარდა, მაშინვე აამოქმედეს ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოზარდეს, მათ შორის „ენჯეო“ სექტორში. ამ ადამიანებს აფინანსებდნენ და ზოგიერთ პოლიტიკური კარიერა „ენჯეო“ სექტორის გავლით გაუკეთეს. ამ აგენტებს, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ, დავალება ჰქონდათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ემოქმედათ. ალბათ, ისინი მომავალში გარკვეულ ჯილდოებს მიიღებდნენ. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ეს სასამართლოს განსჯადია და მის დეტალებში ვერ შევალ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.