ირაკლი კობახიძე – ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა 8 ადამიანი და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა.

„გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები