“მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება” – ქადაგიშვილი

“მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხანია უკვე, გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„მარკო რუბიომ თქვა, რომ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაახვედრა წინა ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებაში და რომ ისინი აპირებენ ამ ვითარების კარდინალურად გადახედვას. ალბათ ახლო მომავალში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება, ვიხილოთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები