გეკა გელაძე კატარის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები