თენგიზ შარმანაშვილი: რუბიომ თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას – ეს ნიშნავს, რომ მუშაობა დაიწყება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით

“კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუბიომ თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას – ეს ნიშნავს, რომ მუშაობა დაიწყება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„უნდათ, რომ გლობალურად გადაწყვიტონ რეგიონული პოლიტიკის საკითხი და ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები