მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან შეხვედრა გამართა

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბრისას მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს, მათ შორის მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და საერთო ღირებულებების დაცვას.

ასევე, აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას, ასევე საპარლამენტო კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები