მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობას.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სუვერენიტეტის პრინციპის დასაცავად ერთობლივ ძალისხმევასა და პასუხისმგებლიანი და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფასეულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და მიმოიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა პარტნიორთა აქტიური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები