გურამ მაჭარაშვილი: ქსელური მარკეტინგი, მოგებაზე მეტად, ბევრი მაღაზიის გახსნაზეა ორიენტირებული – რატომ? იმიტომ, რომ როგორც ჩანს, როცა ბაზარზე დომინირებ, ფასების რეგულაციაც შეგიძლია

პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქსელურ მარკეტინგში არსებობდეს გარკვეული შეთანხმებები, რომელიც ფასებს თავად არეგულირებს.

როგორც მაჭარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „დებატები“ აღნიშნა, პრობლემის მოგვარებისთვის, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდეს, რათა ფასების რეგულირება დომინანტების მიერ არ მოხდეს.

„ქსელური მარკეტინგი, მოგებაზე მეტად, ბევრი მაღაზიის გახსნაზეა ორიენტირებული.

– რატომ? იმიტომ, რომ როგორც ჩანს, როცა ბაზარზე დომინირებ, ფასების რეგულაციაც შეგიძლია, თუნდაც ორმა კომპანიამ დაარეგულირო, რაზეც არის შეთანხმებებზე საუბარი.

კონკურენციის სააგენტოს რაც შეეხება, თუ ცვლილებები დაგვჭირდება, ესეც უნდა გავაკეთოთ, რომ მექანიზმი არსებობდეს, რათა არ მოხდეს, პირდაპირ ან ირიბად, დომინანტების შემოსვლა ბაზარზე, რომელიც თვითონ დაარეგულირებს ამ ფასებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები