ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რექტორებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება და ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო.
„რაც შეეხება რექტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის.
შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს გვქონდა ამაზე საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია, შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე,”- განაცხადა პრემიერმა.