“ამერიკის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, რაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა არ არის” – ნინო წილოსანი

“ამერიკის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, რაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა განმარტა, ეს კარგი ნიშანია იმის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სხვა პროცესები მიმდინარეობს.

“ვიცით, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება აღდგა, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ურთიერთობებზე საუბრები თავიდან გავააქტიუროთ და გადატვირთვა მოხდეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები