მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლები ფორუმს არ დაესწრებიან
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა, განაცხადა, რომ ფორუმის ორგანიზატორებმა ირანის წარმომადგენლებისთვის ადრე გაგზავნილი მოწვევები გააუქმეს.
„თავდაპირველად ჩვენ ირანის დელეგაციისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მონაწილეობას ვიმედოვნებდით, თუმცა, გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, ორგანიზატორებმა მოსაწვევები ირანის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების გამო გააუქმეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც იშინგერმა აღნიშნა, აქვს განცდა, რომ ირანულ მხარესთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები ამ დროისთვის მიუნხენში ვერ გაიმართება, ამიტომ, მიუნხენში ირანის მთავრობის დელეგაცია არ იქნება.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.