ჭეიშვილი – ბექა გოცირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კომენტარებზე: ეს არის ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი, ამორალური ქცევა
“ეს არის ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი, ამორალური ქცევა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ უარყოფით კომენტარებს გამოეხმაურა.
„ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ გარე ძალებს, რომლებიც დღემდე დაუფარავად ახდენენ ექსტრემიზმის წახალისებას“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.