რევაზ სოხაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ფორმატები.

მინისტრმა სტუმარს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდთან პარტნიორობის გაღრმავებას.

მხარეებმა ერთხმად გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობისა და გაეროს თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების (2026–2030) ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიულ თანხვედრას და გრძელვადიან პარტნიორობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგ უები და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები