ლევან მაჭავარიანი: ევროპას ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით

“ევროპას აქვს ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.

მაჭავარიანის თქმით,
ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, რომელიც ტვირთის გამტარუნარიანობას გაზრდის.

„ამ შემთხვევაში, რაზედაც ევროკომისიის ანგარიში იყო, გამოსაყოფი არის რა თქმა უნდა ჩვენი ავტომაგისტრალები, ჩვენი რკინიგზა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, რომელიც რა თქმა უნდა ტვირთის გამტარუნარიანობას საგრძნობლად გაზრდის“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები