“დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისაგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია” – მარიამ ლაშხი
“დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისაგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
“უშუალოდ ფასებთან დაკავშირებული დებატებიც მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას რა ხედვა, რა კონკრეტული საშუალება აქვს იმისთვის, რომ ძირითადი ინიციატივები განახორციელოს,” – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.