“კომისია შემდეგი რამდენიმე თვე დაუთმობს ტრიბუნას ყველას, ვისაც აქვს გარკვეული ინტერესი და, რაც მთავარია, მიზანი, რომ, საბოლოოდ, ფასებმა დაიწიოს და არ იყოს ამხელა ტვირთი საზოგადოებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
“ამიტომ, ჩვენ ველით ძალიან საინტერესო განხილვებს ამ საპარლამენტო დისკუსიაში და გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, ვინც არის დაინტერესებული, აქტიურად ჩაერთონ ამ დისკუსიებში”, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია აქტიურად მუშაობს.