მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, იმისთვის რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე გარკვეული აქტორები ამას აქამდე აკეთებდნენ
„ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით უცხოური გავლენის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულება გარკვეული აქტორების მხრიდან გრძელდება,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მიმართულია სწორედ იქითკენ, საითკენაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, იმისთვის რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები“, – განმარტა მინისტრმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროსაბჭოს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილება დასჭირდა. წინადადებებს ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისაგან 15 აპრილამდე ელის. ქართულმა მხარემ ანგარიში უკვე მოამზადა.