ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს საზოგადოებაში, მოითხოვს დისკუსიას და სწორედ ამას ემსახურება დებატების ფორმატიც
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკური დისკუსიის გახსნას გულისხმობს.
„ნებისმიერი საკითხი, რაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს საზოგადოებაში, მოითხოვს დისკუსიას და სწორედ ამას ემსახურება დებატების ფორმატიც.
ჩვენთვის საგარეო კურსი არის ევროკავშირი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს კონსტიტუციურადაც გვაქვს ასახული. 2030 წელს, როდესაც უკვე ევროკავშირის შემდგომი გაფართოება იგეგმება, ვფიქრობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ევრობიუროკრატები იქნებიან გამოცვლილები იქიდან გამომდინარე, რომ ევროპელ ხალხში არის სერიოზული უკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2030 წელს ვიქნებით [ევროკავშირის წევრობისთვის] ყველაზე მომზადებული ქვეყანა”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.