“ყოფილ სტუდენტებთან, დღეს აქტივისტები რომ არიან, 250 ათასი ჯარიმა მაქვსო რომ ამბობენ, ისეთი კანონდამრღვევები რომ არიან და უცებ უნივერსიტეტის თემებით დაინტერესდნენ, რა უნდა ისაუბრო მათთან?!” – პაპუაშვილი
“ყოფილ სტუდენტებთან, დღეს აქტივისტები რომ არიან, 250 ათასი ჯარიმა მაქვსო რომ ამბობენ, ისეთი კანონდამრღვევები რომ არიან და უცებ უნივერსიტეტის თემებით დაინტერესდნენ, რა უნდა ისაუბრო მათთან?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სინამდვილეში ეზიზღებათ როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე ტექნიკური უნივერსიტეტი და პროფესორები.
„ყოფილ სტუდენტებთან, დღეს აქტივისტები რომ არიან, 250 ათასი ჯარიმა მაქვსო რომ ამბობენ, ისეთი კანონდამრღვევები რომ არიან და უცებ უნივერსიტეტის თემებით დაინტერესდნენ, რა უნდა ისაუბრო მათთან?! სულერთია რა თემაზე ისაუბრებ მათთან, რადგან სინამდვილეში ეზიზღებათ როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე პროფესორები. როგორც კი ხედავენ, რომ მათთვის სასარგებლო რამეს არ ამბობენ, პირდაპირ მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ. იმ უნივერსიტეტების ლექტორები და სტუდენტები ეზიზღებათ, რადგან არ გამოდიან მათთან ერთად ძალადობრივ აქციებზე. ყველა ეზიზღებათ და თან თავი მოაქვთ, ვითომ მათ იცავენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.