შალვა პაპუაშვილი: ახლა ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ეს ადამიანები რამდენიმე თვის წინ მსჯელობდნენ პრემიერ-მინისტრთან იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემაში

“ახლა ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ეს ადამიანები რამდენიმე თვის წინ მსჯელობდნენ პრემიერ-მინისტრთან იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემაში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არიან ადამიანები აკადემიურ წრეში, რომელთანაც მნიშვნელოვანია განათლების სისტემაზე საუბარი.

„მათში ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ვხედავთ ადამიანებს, ჯგუფებს, როლებიც მსჯელობენ იმ ადგილიდან, თითქოს რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრს საჯაროდ არ ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემაში, შვიდ გამოწვევაზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა და თითქოს ამ შვიდივე გამოწვევაზე ყველა შეთანხმებული არ იყოს. მათ შორის ეს ეხება როგორც სწავლის ხარისხს, ისე ინსტიტუციურ მოწყობას, პროგრამების დუბლირებას, ხარისხს და ა.შ. შეთანხმდა ერი, რომ არის გამოწვევები უმაღლეს განათლებაში, გავიდა რამდენიმე თვე და სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, მიდიოდა მუშაობა რა გადაწყვეტილება უნდა იყოს და დაანონსდა ცალკეული ცვლილებები, რომელიც არ არის რა თქმა უნდა ამომწურავი.
მთელი ეტაპი იქნება მართლაც ისტორიული რეფორმის. ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?! ამავე დროს ამბობენ, მე-12 კლასი გვჭირდება, რადგან სკოლას თუ დაამთავრებს ბავშვი, უცებ უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ და იქ ისწავლოს, რადგან აქ არ ვარგა სწავლა და შემდეგ აბზაცში ამბობენ, რომ აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რომ არ სჭირდება რეფორმა. არის ლოგიკური აცდენა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ერთის მხრივ ვხედავთ, რომ არიან ჯგუფები, რომლებსაც ოღონდ რაიმე საყვირალი თემა მისცე, რომ იყვირონ და მსჯელობის გარეშე ლოზუნგები ისროლონ, გარედან მართული ხალხი და გასაგებია ასევე, რომ არიან ადამიანები აკადემიურ წრეში განსაკუთრებით, ეს ეხება პროფესურას, რომელთანაც მნიშვნელოვანია საუბარი. განათლების მინისტრიც შეხვდება და ყველა მზად ვართ ამაზე სასაუბროდ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები