შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობა სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხაროს ვიღაცა გადამთიელმა

“ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხაროს ვიღაცა გადამთიელმა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კარგი ვიზუალიზაციაა, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ რასთან აქვთ საქმე.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კარგი ვიზუალიზაციაა, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზრუნავი და საფიქრალი არიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთენ საქართველოში, მართავენ, სტიპენდიებს უნიშნავენ შემდეგ ასეთ ადამიანებს, აფინანსებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა.
სალომე ზურაბიშვილი თავიდან არ აპირებდა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას, შემდეგ როდესაც გამოვიდა, თქვა, რომ თავისი ლეგიტიმაცია მასთან ერთად მიაქვს და თავისი სტანდარტიც წაიღო. ამის შემდეგ მასთან მიდიოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები რომლებთანაც ის პოზირებდა პრეზიდენტის სტანდარტით. 4 ოქტომბრის და ჩვენი განცხადების შემდეგ, რომ 4 ოქტომბერში პოლიტიკური წვლილი მიუძღვით მათ, ვინც ასე ირიბად ახალისებდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის სტანდარტით პოზირებას, ამის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ექს-პრეზიდენტთან უცხოელი დიპლომატის. როგორც ჩანს, გააცნობიერეს თუ რა შარში აღმოჩნდნენ საკუთარი ქცევით. ვინც საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს, მას მიემართება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები