შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ ეხება უცხოურ ჩარევას – ეს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ იარაღი არიან

„გამჭვირვალობის კანონი“, ეხება უცხოურ ჩარევას – ეს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ იარაღი არიან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობის პროექტი ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ძალადობას, დეზინფორმაციას და სიძულვილს.

„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება. იცით ეს ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ. სახელმწიფოების გაუქმება ხდება, თითქოს აქ საქართველო არ ვარსებობთ, ხალხი არ ვართ და ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ჰყავთ, ის არის საქართველო.
კიდევ ერთხელ, მათ ჭკუაზე რომ ვიყოთ მოწყობილი, ალბათ გაგვყრიან სუყველას ვინც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, სადღაც გაგვყრიან, რომელიმე კუნძულზე. აქ იქნება მათი „ენჯეოების“ მიერ აშენებული „ენჯეო სამოთხე“, რომელიც ვხედავთ რას გულისხმობს. გულისხმობს, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ მეფის ნაცვლები, მეორე მდივნები და მათ უნდა მართონ ქვეყანა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს კანონები, ზოგადად, „გამჭვირვალობის კანონი“, ეხება უცხოურ ჩარევას. ეს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ იარაღი არიან. მთავარი არის უცხოური ჩარევა, რომელიც ვხედავთ, რომ აქვს ერთადერთი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც ბრიუსელი აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიებს, ის აღარც ევროპაა და საერთოდ, ადამიანური ღირებულებებისგან დაცილებულია. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მშვიდობის პროექტი ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ძალადობას, დეზინფორმაციას და სიძულვილს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები