ლევან მახაშვილი – ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი

“ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა.

„ჩვენ მოსახლეობის ნებას აღვასრულებთ, რასაც ის გადაწყვეტს ამას მივესალმებით და განვახორციელებთ. რაც შეეხება საკითხს, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, ამ თემაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი. ამ მიმართულებით თუ საჭიროებაა, მზად ვიქნები, მეც და ჩემი კოლეგებიც ამ დისკუსიაში ჩავერთოთ. საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა, პირიქით, ღია დებატები უნდა იყოს ნებისმიერ საკითხზე, რომ საზოგადოება მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, კონკრეტული არგუმენტებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, შეიძლება სხვა მოსაზრება მქონდეს, ვიდრე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებს, თუმცა, ზოგადად, ვეთანხმები ნებისმიერ საკითხზე ღია დისკუსიებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები