ლევან მახაშვილი: თითოეულმა ქვეყანამ პრობლემის მოგვარების გზები უნდა ეძიოს და არა ის უშინაარსო კრიტიკა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან

“თითოეულმა ქვეყანამ პრობლემის მოგვარების გზები უნდა ეძიოს და არა ის უშინაარსო კრიტიკა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ამ პრობლემის აღიარება მოხდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში – ევროპის კონტინენტის მასშტაბით ბევრი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე. იმედია, რომ ეს დისკუსია საფუძველს დაუდებს არა იმ ფუჭ, უაზრო, ცარიელ კრიტიკას, რასაც ვისმენთ ხოლმე, არამედ კონკრეტულ, შინაარსიან დებატებს, რათა თითოეულმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ პრობლემაზე გააკეთოს ორიენტირი, პრობლემის მოგვარების გზები ეძიოს და არა ის უშინაარსო კრიტიკა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან“, – აღნიშნა მახაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს, გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს. ქართულმა მხარემ მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადააგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები