„ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს” – მარიამ ლაშხი

„ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან განათლების რეფორმის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ აქ უნდა ჩაერთოს აღსრულების კომპონენტი – ეს არის იმ საზოგადოების ინფორმირება, რომელიც უშუალოდ იქნება ამ პროცესის მონაწილე და განათლების რეფორმა ისეთი საკითხია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება. სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტროს მხრიდან უკვე ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის რეგიონებში, როგორც აკადემიურ პერსონალთან, ასევე მშობლებთან. სულ ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრები თსუ-სა და სტუ-ს აკადემიურ პერსონალთან და ხვალაც დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა“, – განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები