ვოლსკი – განათლების რეფორმაზე: აქციები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა; ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა
“აქციები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ, ან უარესის მოლოდინი აქვთ, რაც უსაფუძვლოა – ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ განათლების რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
„აქციები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ ან უარესის მოლოდინი აქვთ, რაც უსაფუძვლოა. ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა. თუ რაიმე კეთდება, ყველაფერი სტუდენტების სასარგებლოდ კეთდება – გინდ დაფინანსება და გინდ ის რესურსი, რომელიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა იქნეს გამოყენებული. სტუდენტების ჩართულობა გარკვეულ თემებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მითუმეტეს, თუ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახიდან წამოსული სტუდენტები უდგანან სათავეში”, – განაცხადა ვოლსკიმ.