“კონსტიტუციას მიზანმიმართულად და შეგნებულად ვინც ლახავს, ის ცდილობს, ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პრინციპებს ძირი გამოუთხაროს” – იონათამიშვილი

“კონსტიტუცია არის არა მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტია, არამედ მისი ეროვნული დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცველი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მან მმართველი გუნდის იდეა შეაფასა, რომ, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ.

„ცალკეული პირები და ორგანიზაციები როცა უხეშად არღვევენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის კონსტიტუციას, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს, მიზანშეწონილია, გარკვეული ვალდებულებებიც გაჩნდეს“

კონსტიტუციას მიზანმიმართულად და შეგნებულად ვინც ლახავს, ის ცდილობს, ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პრინციპებს ძირი გამოუთხაროს“, – თქვა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები