”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რომ უდიდესი პრობლემებია ევროკავშირში, ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ შეერთებულ შტატებში” – მათიკაშვილი

”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რომ უდიდესი პრობლემებია ევროკავშირში, ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ შეერთებულ შტატებში, არაერთგზის ჰქონდა შესაბამისი განცხადება გაკეთებული ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„გენდერული საკითხები იქნება, ეროვნული, ეთნიკური იდენტობის საკითხები, თუ ასე შემდეგ, პრაქტიკულად ავლენს ევროკავშირში არსებული სიძულვილის და „დიფ სთეითის“ პოლიტიკის განხორციელების მიმართ ლოიალურ და მაამებლურ პოლიტიკას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, რომლის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები