„კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტი ვიცით; ქვეყანა ყოველთვის მკაცრი იქნება ასეთი მოწოდებების მიმართ“ – რიმა ბერაძე

„კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე აცხადებს.

ის მმართველი გუნდის იდეას ეხმაურება, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება დასჯადი გახდეს.

“არ შემიძლია, არ გავიხსენო, რომ 4 თვე სრულდება სწორედ იმ ფაქტიდან, როცა 4 ოქტომბერს ოპოზიციამ სცადა და შტურმი განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. ძალიან ხშირია მათ მიერ მოწოდებები, მათი მიზანი არის, რომ დაამხონ ხელისუფლება, მოაწყონ რევოლუციები, რაც არ გამოუვიდათ. ქვეყანა ყოველთვის მკაცრი იქნება ასეთი მოწოდებების მიმართ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები