“გიორგი შარაშიძემ ერთხელ გაბედა და თქვა, რომ დავჯდები დებატებშიო და შემდეგ, ალბათ, მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან, ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან” – გორდულაძე
“გიორგი შარაშიძემ ერთხელ გაბედა და თქვა, რომ დავჯდები დებატებშიო და შემდეგ, ალბათ, მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან, ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან და შემდეგ უარყვეს მისმა წევრებმა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, “ნაცგახარიელების” შემთხვევაში ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს საქმე”.
“გიორგი შარაშიძემ ერთხელ გაბედა და თქვა, რომ დავჯდები დებატებშიო და შემდეგ, ალბათ, მწარე პასუხი მიიღო საკუთარი ბელადისგან, ვირთხასავით გაქცეული გახარიასგან და შემდეგ უარყვეს მისმა წევრებმა – არა, ჩვენ დებატებში მონაწილეობას არ ვაპირებთო.
დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები. ჯერ ამბობენ, რომ არალეგიტიმურია საქართველოს პარლამენტიო, შემდეგ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შედიან და ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი მიღებული 8% არის ლეგიტიმური. დანარჩენ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, გახარიელების მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება”, – აღნიშნა გორდულაძემ.