ქადაგიშვილი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით – როგორ ხდებოდა პირდაპირი ჩარევა, მანიპულაცია და სამწუხაროდ, ამის გამოცდილება ყველაზე მეტად საქართველოს აქვს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არ გვიკვირს, უბრალოდ, ამას ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმიტომ, რომ რადგან ჩვენთან მაინც მიიჩნევა, რომ თუ ვიღაცამ უცხოეთიდან არ თქვა, რომ ეს ასეა, ზოგიერთისთვის მომხდარი ფაქტი ფაქტადაც არ არსებობს. ამიტომ ხდება სწორედ ხაზგასმა მაგალითად, ამ შემთხვევაში რას ამბობს ამერიკელი კანონმდებელი.
ერთი რამ ფაქტია და ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით – როგორ ხდებოდა პირდაპირი ჩარევა, მანიპულაცია და სამწუხაროდ, ამის გამოცდილება ყველაზე მეტად საქართველოს აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.