“კარგად იცის საზოგადოებამ, რისგან გადაარჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა” – დავით მათიკაშვილი
“აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კონკრეტული დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იმდენად ესადაგება ჩვენი ხელისუფლების სწორ, ცალსახა, გარკვეულ ნარატივთან, ფაქტებით გაჯერებულ და გამყარებულ მოცემულობასთან, თითქოს ორივე ამ შეხედულებას ერთი და იგივე ავტორი ჰყავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
„გახსოვთ ევროკავშირის ელჩის საუბარი: გადით არჩევნებზე და პრაქტიკულად ხმა მიეცით ოპოზიციასო. სხვა რამეს ვერ ამოიკითხავდი ევროკავშირის ელჩის იმ გამონათქვამებიდან, რომლებიც არჩევნების წინა დღეს იყო გაშუქებული. ვნახეთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე წყება კონკრეტული ჩინოსნებისა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ძალადობას ახდენდნენ ქართულ საზოგადოებაზე და ეუბნებოდნენ: აი, ასე უნდა მოიქცეთ – არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვსურს“. და მათ რა სურთ კარგად გამოჩნდა. კარგად იცის საზოგადოებამ, რისგან გადაარჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა. უკრაინას გადახედონ, რა დღეში დღეს ეს სახელმწიფო. იმავეს უქადდნენ ჩვენს ქვეყანას. ზუსტად იმავეს ამბობს შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.