რატი იონათამიშვილი – ნინო დობორჯგინიძეზე: ვხედავთ, რომ ვალდებულების აღრევასთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ წარმოადგენს ორმაგ სტანდარტს
“უმაღლესი სასწავლებლის რექტორი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტებს და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, ნინო დობორჯგინიძის პოლიტიკურ აქტიურობაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ვალდებულების აღრევასთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ წარმოადგენს ორმაგ სტანდარტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რისკის შემცველია, რადგან ამ შემთხვევაში ვხედავთ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის ტირაჟირებას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ნინო დობორჯგინიძე როგორც სოციალურ ქსელში, ისე საპროტესტო აქციებსა და სატელევიზიო ეთერებში, ღიად არის ჩართული და პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავს.