დავით მათიკაშვილი: რადიკალები იყენებენ ყველა საშუალებას, რომ განათლების სისტემაში მოახდინონ ახალგაზრდების ტვინების გამორეცხვა

“განათლება და პოლიტიკა რომ ერთმანეთისგან არის გამიჯვნადი საკითხი, ეს რა თქმა უნდა არ არის მისაღები რადიკალებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალები ახალგაზრდების ტვინების გამორეცხვას ცდილობენ.

„რადიკალები იყენებენ ყველა საშუალებას, რომ განათლების სისტემაში მოახდინონ ახალგაზრდების ტვინების გამორეცხვა და ისეთი პირები წარადგინონ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ვინც არის აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. ეს არის ამორალური ქმედება, ეს არ შეესაბამება არც ჯანსაღი პოლიტიკის და არც შესაბამისი განათლების ახალგაზრდებისთვის მიწოდების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები