ლეევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ კონსტიტუციური წყობილება დაირღვეს ქვეყანაში, დასჯადი უნდა იყოს

“ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ კონსტიტუციური წყობილება დაირღვეს ქვეყანაში, დასჯადი უნდა იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მშვიდ ვითარებაში მართვა მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდ გარემოში მართოს ხელისუფლებამ სახელმწიფო იქიდან გამომდინარე, რომ უფრო კონცენტრირდეს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე, ვიდრე გამუდმებით ბრძოლა იყოს ექსტრემიზმთან და სახელმწიფოს დამხობის მცდელობებთან. ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ კონსტიტუციური წყობილება დაირღვეს ქვეყანაში, დასჯადი უნდა იყოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები